25.11.2024 | 01:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საომარ მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცების დღე [ვიდეო]

27 იანვარი საომარ მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცები დღეა. ქართველი ჯარისკაცების თავდადება დღემდე გრძელდება. ისინი  მსოფლიოს სხვადასხვა, ცხელ წერტილებში მშვიდობასა და თავისუფლებას, თავგამოდებით იცავენ. ვეტერანებისთვის გაუქმებული შეღავათები, წლების განმავლობაში განუხორციელებელი ჯეროვანი მკურნალობა და სამშობლოსთვის გაწეული დაუფასებელი სამსახური, მიღებული ფიზიკური ტრავმვები - ყოველივე ეს ომში მონაწილე და გადარჩენილი გმირების ცხოვრებას თან ახლავს. ფაქტია ამ კონტიგენტს, მეტი ყურადრება სჭირდება, თუმცა ვეტერანების ღირსეული დაფასების პრობლემა, ყველა ხელისუფლების დროს უცვლელია. 

 

სახელმწიფოს მხრიდან ომში მონაწილე ადამიანების დაუფასებლობაზე საუბრობს გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, ეს დღე ფართომასშტაბიან აღნიშვნას საჭიროებს, რათა მომავალმა თაობამ, ამ ადამიანების შესახებ იცოდნენ. მისი თქმით, ვეტერანები ღირსეულ დაფასებას  და მეტ ყურადღებას იმსახურებენ.

 

საომარ მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული ჯარისკაცებისთვის მადლობა დღეს არც პრეზიდენტს და არც პრემიერ-მინისტრას არ გადაუხდია. განცხადებაც კი არ გამოქვეყნებულა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ.გვერდზე.

დღის გადაცემები