დღის სიახლეები
საპატიმროს 800-მდე პატიმარი დატოვებს [ვიდეო]
ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს. საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილებების შედეგად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა კანონპროექტის ინიციატორები გამორიცხავენ, რომ ამნისტია ოჯახური ძალადობის ჩამდენ პირებს, ნარკოტიკების გამსაღებლებს და მკვლელობაში მსჯავრდებულებს შეეხოთ. მმარველ გუნდში ამბობენ, რომ პროექტი, რომელსაც მიიღებენ მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება, რათა კანონმა საზოგადოებისთვის დამატებითი რისკები არ შექმნას. ასევე დაცული იქნება პატიმრების უფლებები.
მსგავსი
დღის გადაცემები