25.11.2024 | 01:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საპატრიარქოს წერილი ჭყონდიდის ეპარქიას [ვიდეო]

საპატრიარქოს წერილი ჭყონდიდის ეპარქიას. მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ ბერებს  საპატრიარქო სამონასტრო კომპექსიის დატოვებას სთხოვს. ვადა დღეს იწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ტერიტორიას პოლიციის ძალით დაატოვებინებენ. როგორც წერილშია ნათქვამი, განკვეთილმა ბერებმა უნდა შეწყვიტონ საეკლესიო ქონების განკარგვა და დაემორჩილონ ეპარქიიის წინამძღვარს. 

მეუფე სტეფანემ  გადაწყვეტილება 11 სექტემბერს მიიღო.  განკვეთილ სასულიერო პირებს  აკრძალული აქვთ  სამონაზვნო სამოსიის ტარებაც.  მიუხედავად მოწოდებისა, ბერები მონასტრის დატოვებას არ აპირებენ. ახლა მათი   მთავარი მოთხოვნა, ეკლესიაში დაბრუნების ნაცვლად, პეტრე ცაავას მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამოკვლევაა.

სალხინოს მამათა მონასტერში  საპატრიარქოს  იურიტს ელოდებიან. ამ დროისთვის ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდეა.

დღის გადაცემები