25.11.2024 | 12:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი" ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (SUBOXONE) - 31 აბი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

დღის გადაცემები