24.11.2024 | 18:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი: "ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გაზრდილი ნაკადების ფონზე, სასტუმროებს სტუმრები მოაწყდნენ. რეალურად, შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი, ტრანზიტული მიზნით არიან და 1-2 დღეში გადიან"
"შემოსულების დიდი ნაწილი ტრანზიტული მიზნით არიან და 1-2 დღეში გადიან" - როგორ აისახა ვიზიტორების მატება სასტუმრო ბიზნესზე.
   სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას: "ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გაზრდილი ნაკადების ფონზე, სასტუმროებს სტუმრები მოაწყდნენ. რეალურად, შემოსული ადამიანების დიდი ნაწილი, ტრანზიტული მიზნით არიან და 1-2 დღეში გადიან. რომ გითხრათ, რომ რამე რადიკალურად შეიცვალა, ასე არ არის. პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, სხვა სექტემბრებთან შედარებით წელს, თბილისში სასტუმროების დატვირთულობა ნაკლებია. ზუსტი კოეფიციენტის თქმა გამიჭირდება, რადგან თვე არ დამთავრებულა.
   უფრო მეტად პოლიტიკური ნაწილია, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ შემოსული რუსეთის მოქალაქეების 50% ეთნიკური ქართველია. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც, რომლებსაც უბრალოდ, რუსული პასპორტი აქვთ და არ უნდათ ომში წასვლა. სამწუხაროა, რომ საზღვარზე და საქართველოში, მათაც იგივე დამოკიდებულება ხვდებათ, რაც ეთნიკურ რუსებს".
დღის გადაცემები