კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, 2025 წლამდე ნაკლები ჭამონ, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვარს სრულად არ გახსნის. ჩრდილოეთ კორეა საკვების ნაკლებობას უკვე განიცდის. „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაკავებლად, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთთან საზღვარი 2020 წელს ჩაკეტა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. ქვეყანაში საქონელზე ფასები რეკორდულად იზრდება. გამოცემა „ფოქს ნიუსის“ ინფრომაციით, 25 მილიონ მოსახლეობაში შიმშილით სიკვდილის არაერთი ფაქტი ფიქსირდება, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის შეფასებით კი მოსახლეობის დაახლოებით 40% შიმშილის ზღვარზეა. საკვების დეფიციტში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება საგარეო ფაქტორებს ადანაშაულებს, მათ შორის სანქციებს, ბუნებრივ კატასტროფებს და „კოვიდ-19“-ის პანდემიას. მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, გასული საუკუნის 1990-იან წლებზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის მომზადებულიყვნენ.
დღის სიახლეები
სასურსათო კრიზისის გამო ჩრდილოეთ კორეელებს მოუწოდეს ნაკლები ჭამონ [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები