დღის სიახლეები
სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდება - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს [ვიდეო]
სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებული ფორმით გაგრძელდება. ინფორმაცია ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გაავრცელა. თამარ მახარაშვილის განმარტებით, საგანმანათლებლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების მიზნით რიგი სამუშაოები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს. არსებული ფორმის შენარჩუნების მიზეზად უწყებაში მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებს ასახელებენ, რაც ამ შემთხვევაში სწავლის ბუნებრივ გარემოში შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ვითარებას თავად აკონტროლებენ.
მსგავსი
დღის გადაცემები