დღის სიახლეები
საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის
საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის - ინფორმაციას საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტო SPA ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შეთანხმების მიღწევა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ-სალმანსა და უკრაინს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა.
სატელეფონო საუბრისას, მუჰამედ ბინ-სალმანმა ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი მზადაა უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად მედიატორის ფუნქცია შეასრულოს.
მსგავსი
დღის გადაცემები