პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე იმსჯელეს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია შეიცვალოს ტექნიკური მოთხოვნები, რათა უფრო მეტმა ბანკმა შეძლოს ტენდერში მონაწილეობის მიღება. ლიბერთი ბანკის დირექტორის თქმით, პენსიონერები სესხებს საბაზრო პირობებით იღებენ.
დღევანდელ შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია ეროვნულმა ბანკის და ჯანდაცვის სამინისტროს წამომადგენელმაც დააფიქსირეს. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 800 ათასი პენსიონერიდან საპენსიო სესხით 400 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს. საპროცენტო განაკვეთი კი 30 პროცენტზე მეტია. კომიტეტის დასრულების შემდეგ გაირკვა მხოლოდ ის, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სამთავრობო გუნდში გაგრძლედება.