დღის სიახლეები
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა მაროკოს ნაკრები ანგარიშით 2-0 დაამარცხა და ტურნირის მეორე ფინალისტი გახდა.
მატჩის მეხუთე წუთზე ანგარიში ტეო ერნანდესმა გახსნა, ხოლო 79-ე წუთზე კი კოლო მუანიმ გააორმაგა.
მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები 18 დეკემბერს ფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 17 დეკემბერს კი მაროკოსა და ხორვატიის ნაკრებები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები არიან.
მსგავსი
დღის გადაცემები