დღის სიახლეები
საფრანგეთის ხელისუფლებამ 3000-მდე აუცრელ მედიკოსს უფლებამოსილება შეუჩერა [ვიდეო]
საფრანგეთმა 3000-მდე მედიკოსს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო უფლებამოსილება შეუჩერა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის თქმით, უფლებამოსილების შეჩერება სამედიცინო პერსონალისთვის მხოლოდ დროებითია. გადაწყვეტილებას ის ვაქცინაციის პროცესის ტემპის აჩქარების მექანიზმად ხედავს. ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში ოთხშაბათს შევიდა, სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2 მილიონ 700 ათასამდე ადამიანს ეხება, რომლებიც ვალდებულები არიან დაადასტურონ, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული აქვთ.
მსგავსი
დღის გადაცემები