დღის სიახლეები
საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება [ვიდეო]
გუშინ, საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 28,5%-ით ლიდერობს. მას მოსდევს მერინ ლეპენი ხმების 24,2 %-ით. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეორე ტურში გამარჯვებისთვის ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს. ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, თავის ამომრჩეველს კი მოუწოდებს, რომ უახლოეს ორ კვირაში ძალისხმევას არ დაიშურებს, რადგან ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. 24 აპრილს კი ფრანგებმმა უნდა აირჩიონ ახალი ფრანგული და ევროპული ეპოქა.
მსგავსი
დღის გადაცემები