დღის სიახლეები
საფრანგეთში ბუსტერ ვაქცინას თუ არ გაიკეთებენ საშვები აღარ იმოქმედებს [ვიდეო]
კორონავირუსის მეხუთე ტალღა, სეზონური ვაქცინაციის აქტივაცია და ეკონომიკური პერსპექტივები პანდემიის მეორე წლის დასასრულისთვის - საფრანგეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში ამ თემებზე ყურადღება პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაამახვილა. მაკრონის განცხადებით დეკემბრიდან ქვეყანაში ბუსტერ ვაქცინაცია დაიწყება, რომელიც 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებსაც დასჭირდება. მისი თქმით, თუკი კოვიდ-პასპორტში მესამე დოზის გაკეთების შესახებ ინფორმაცია აღნიშნული არ იქნება, მათი საშვები აღარ იმოქმედებს. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი 6 თვის შემდეგ მცირდება. საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელი აქვს. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 75% სრულად არის აცრილი.
მსგავსი
დღის გადაცემები