24.11.2024 | 22:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საფრანგეთში პედოფილიის მსხვერპლი 216 000-ზე მეტი ბავშვი გახდა  [ვიდეო]

საფრანგეთი შოკირებულია ქვეყანაში კათოლიკური ეკლესიის წიაღში სექსუალური ძალადობის შესახებ დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის შინაარსით. ბოლო 70 წლის განმავლობაში, დაახლოებით 216 ათასი ფრანგი ბავშვი პედოფილი მღვდლების მსხვერპლი გახდა, ხოლო კიდევ 114 ათასი  საეკლესიო დაწესებულებებში მომუშავე  ადამიანების.  კომისიამ, ჟან-მარკ სოვეტის ხელმძღვანელობით,  ორნახევარი წელი იმუშავა, გამოკითხა ათასობით მოწმე, შეისწავლა არქივები. დაახლოებით 20 საქმე, რომლის შესწავლა ჯერ კიდევ შესაძლებელია, პროკურატურას გადაეცა.  სოვეს თქმით, ეკლესიამ 2000-იანი წლების დასაწყისამდე მსხვერპლთა მიმართ სასტიკი გულგრილობა აჩვენა, როდესაც მათ არ დაუჯერა. კომისიის კვლევით, მსხვერპლთა დაახლოებით 80 პროცენტი მამრობითი სქესის იყო.

დღის გადაცემები