დღის სიახლეები
საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტურში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ [ვიდეო]
საფრანგეთის რეგიონული არჩევნების მეორე ტურში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. არსებული მონაცემების თანახმად, ისინი ხმათა 38%-ს აიღებენ. მეორე ადგილს 35%-ით „სოციალისტები და მწვანეები“ დაიკავებენ. არჩევნების მეორე ტური წარუმატებელი აღმოჩნდა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული კრებისთვის“, რომელმაც გამარჯვება ქვეყნის ვერცერთ რეგიონში ვერ მოიპოვა. დაბალი მაჩვენებელი აქვს ქვეყნის მმართველ, პარტია „რესპუბლიკურ მოძრაობასაც“, რომელიც ზოგიერთ რეგიონში არჩვნების მეორე ტურშიც კი ვერ გადავიდა. რეგიონული არჩვნების მეორე ტურში მოქალაქეთა საკმაოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა 34,5% იყო.
მსგავსი
დღის გადაცემები