დღის სიახლეები
საქართველო 0:0 ბულგარეთი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე მატჩი თბილისში გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა დინამო არენაზე 55 ათასი გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე ბულგარეთს უმასპინძლა. თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ჩვენ გუნდს ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0. ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს.
მსგავსი
დღის გადაცემები