24.11.2024 | 23:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს!

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს!

26 მაისს საქართველო სახელმწიფო დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 104 წლის წინ თბილისში დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შესახებ გამოცხადდა, რომელმაც ორ წელიწად ნახევარი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღადგინა. შესაბამისი აქტი, ეროვნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 9 აპრილს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, თუმცა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა - 26 მაისს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების დღეს გადაწყდა. წელს, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მთავარი სახელმწიფო დღესასწაულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. აღსანიშნავია, რომ წელს სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა და აშშ-ის ელჩმა თბილისში. ამასთან, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჰიმნთან ერთად, ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა. შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველომ ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადით მიმართა და შესაბამისი კითხვარი უკვე შეავსო.

დღის გადაცემები