დღის სიახლეები
საქართველო კორონავირუსის ვაქცინის მოლოდინში [ვიდეო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.
„ამ ეტაპზე განიხილება რამდენიმე ვაქცინა საქართველოსთვის. პირველ რიგში იქნება ის ვაქცინები, რომელსაც სერტიფიცირებას გაუკეთებს „კოვაქსის პლატფორმა” და პირველ რიგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - ამ „კოვაქსის” დამფუძნებელი. განიხილება 5-6 ვაქცინის არსებობა, მათ შორის არის „ფაიზერი”, „მოდერნა”, 2 ჩინური ვაქცინა და კიდევ სხვები, რომლებიც კვლევის მესამე ფაზაში არიან. ისინი განიხილებიან „კოვაქს“ პლატფორმაზე საყიდლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება. საქართველო „კოვაქსიდან” მიიღებს იმას, რასაც შეარჩევს- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მსგავსი
დღის გადაცემები