24.11.2024 | 23:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველო ტრანზიტულ ფუნქციას კარგავს [ვიდეო]

ზანგეზურის კორიდორი და ფუნქცია, რომელსაც საქართველო რეგიონში კარგავს. მთიანი ყარაბაღის ბოლო ომის დასრულების შემდეგ ამჯერად კავკასიაში ლიდერობის რეალური შანსისთვის აზერბაიჯანი იბრძვის. თუკი სომხეთის სამხრეთ ნაწილში ნახიჩევანისკენ მიმავალი კორიდორი გაიხსნა, ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანის გავლით რუსეთი და ირანი ერთმანეთ დაუკავშირდებიან, საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება და ეკონომიკური ჰაბის ფუნქციას დაკარგავს. ამ აზრს ქართველი ანალიტიკოსები იზიარებენ, თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ახლო მომავალში საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ ექნება. 

დღის გადაცემები