დღეიდან 27 მაისამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ლეონიძის ქუჩაზე შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ასათიანის ქუჩიდან.
შეზღუდვა იმოქმედებს ჯავახიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით რესპუბლიკის მოედანზე შემხვევი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება.
მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, როგორც პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, ასევე, ჯავახიშვილის ქუჩის გამოყენებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდნენ.