დღის სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში იმყოფება
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კვიპროსის ეკლესიის ახალ მეთაურს, ახალი იუსტინიანეს და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს გიორგის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მილოცვა და საჩუქრები გადასცეს.
საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიათა წარმომადგენლებმა შეხვედრისას მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ ზოგად პრობლემებსა და სირთულეებზე ისაუბრეს.
საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები.
მსგავსი
დღის გადაცემები