24.11.2024 | 20:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს ნაკრებმა მაკედონიის ნაკრები 3:0 დაამარცხა

გვიან ღამემდე სკოპიეში ქართველი გულშემატკივრის შეძახილები ისმოდა. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ფეხბურთელებმა ფავორიტად მიჩნეულ მაკედონიის ნაკრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი გოლი 52-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. ზუსტად ათ წუთში, შთამბეჭდავად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ და შორი მანძილიდან დარტყმული ბურთით მეორე გოლი დააფიქსირა. მატჩის საბოლოო ანგარიში სადებიუტო გოლით აღნიშნა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდებას კარისკენ ზუსტი მიმართულება მისცა. სკოპიეში ყურადღების ცენტრში მოექცნენ ქართული სპორტის ქომაგები, რომლებიც ფეხბურთელებს 90 წუთის განმავლობაში ამხნევებდნენ. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 9 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრა 12 ივნისს, დინამო არენაზე, ბულგარეთის წინააღმდეგ გაიმართება.

დღის გადაცემები