დღის სიახლეები
საქართველოს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს უსმენენ [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს უსმენენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს, მინისტრის საათის ფორმატში, ყოველწლიურ ანგარიში წარუდგინა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა შესავალ სიტყვაში ყურადღება რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოში არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა, მათ შორის განმარტება გააკეთა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით. მინისტრმა გომელაურმა დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე საუბარს და სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით არსებულ მონაცემებს.
საკანონმდებლო ორგანო დღეს განსხვავებულ , შეზღუდულ პირობებში მუშაობს, ამის მიზეზად პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა შესაძლო პროვოკაციების პრევენცია დაასახელეს.
მსგავსი
დღის გადაცემები