24.11.2024 | 23:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს პირველი რეფერენდუმის ჩატარებიდან 30 წელი გავიდა [ვიდეო]

31 მარტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 30 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმი გაიმართა, რომელშიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი,  საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის, 98-მა პროცენტმა დაუჭირა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ,  “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო.  დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარება,   საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამართულმა რეფერენდუმმა დააჩქარა, რომლელიც საბჭოთა კავშირის  შენარჩუნების საკითხს არკვევდა. უზენაესი საბჭოს მაშინდელმა მოსამართლეებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს რეფერენდუმის დღე და განწყობები, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა.

დღის გადაცემები