დღის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 13 იანვარს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხრავე სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
"შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მსგავსი
დღის გადაცემები