დღის სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. საუბარი ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ქართული მხარის მიერ შევსებულ კითხვარსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება. პირველი ქართველი დიპლომატის ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში 18 მაისს დასრულდება.
მსგავსი
დღის გადაცემები