26.11.2024 | 18:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიზაინის საერთაშორისო სკოლოს სტუდენტების გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოფენაზე, რომელიც სტუ-ის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, დიზაინის საერთაშორისო სკოლის 30 სტუდენტის 50-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ექსპოზიცია ღია სივრცეში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ვერანდაზე მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო: ფერწერა, პოსტერი, პოპ-არტი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, პროტოტიპები, აუდიო და ვიზუალური შოუ. დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ის საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა (იტალია) და ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში (ავსტრია) იყო წარმოდგენილი.

გამოფენის სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის - ბეტინა მალეკის ფოტოექსპოზიციას.

დღის გადაცემები