24.11.2024 | 21:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ ვითარებას შეეხო

 აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს  სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი ძირითადი საკითხები აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება იყო, რომლის ესკალაციაც რეგიონის უსაფრთხოებაზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს. საბჭო ეუთო მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისთვის.

 

უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს, შესაბამისად  ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები. საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, სალომე ზურაბიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისაუბრეს. ქვეყნის პრეზიდენტმა დაპირისპირებულ მხარეებს დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია მხარეებს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება შედგეს.

დღის გადაცემები