საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდნენ. ანდჟეი დუდამ შეხვედრები გამართა ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან და გაეროს წარმომადგენლებთან. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია. დუდამ თბილისში გამართულ კონსულტაციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დიდი მადლობა საქართველოს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მეგობრობა. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და კონსულტაციებს როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. მნიშვნელოვანი იყო კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ახალ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით“-განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.