6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი ჩვენს ქვეყანაში სასკოლო განათლებას ვერ იღებს. პრობლეას ისიც ართულებს რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს გეგმა რომელიც მოზარდებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დააბრუნებს. განათლების სამინისტრო ვერც სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგს ახორციელებდა. ის რომ სკოლის ასაკის მოზარდებში სერიოზული გამოწვევაა ამას განათლების სამინისტროც აღიარებს.
ის რომ საქართველოში განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ ბავშვებს , ამაზე ბავშვთა უფლებადამცველებია ხშირად საუბრობენ. ვითარება პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. მას შემდეგ რაც საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, განათლების სამინისტრომ ვერ შეძლო თითოეული ბავშვის საჭიროება სათანადოდ შეეფასებინა, რათა მოზარდები სრულფასოვნად ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო პროცესში. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ არის ამომწურავი და განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა გაცილებით მაღალია.