28.11.2024 | 06:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - უშუალოდ თბილისში 21 დეკემბერს თოვლ-ჭყაპი და ნისლია ნავარაუდევი

21 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 21 დეკემბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 21 დეკემბერს თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

დღის გადაცემები