დღის სიახლეები
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს [ვიდეო]
დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები გაიმართა. უშუალოდ ხმის მიცემა 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გარკვეულ უბნებში, უკვე დაფიქსირდა დარღვევები და პროცესი დაგვიანებით დაიწყო. ამომრჩევლები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევენ. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მსგავსი
დღის გადაცემები