24.11.2024 | 21:10
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას პეტერ ფიშერი დაიკავებს

საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. შესაბამისი განცხადება ფიშერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს", - წერს ფიშერი.

2018 წლის ივლისიდან ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.

ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს.

დღის გადაცემები