საქართველოში ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, შესაბამისად სულ უფრო მძიმდება სოციალური ფონი. შესამჩნევი გახდა ისიც, რომ ქუჩებში მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობამაც იმატა. არსებული ვითარების მიუხედავად ხელისუფლება პრობლემებს ვერ უმკლავდება. სფეროს ექსპერტები მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოღვაწეობას აკრიტიკებენ, რიგითი მოქალაქეები კი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ.
მეოცნებე ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს იწუნებენ ეკონომისტები. ისინი მთავრობის ეკონომიკური გუნდის არაკვალიფიციურ საქმიანობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი გადახედვას საჭიროებს. ეკონომისტები ხელისუფლებას ეფექტური მექანიზმების შემუშავებისაკენ მოუწოდებენ, რომ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და მოქალაქეთა სოციალურ ყოფაზე საუბრობენ "პატრიოტთა ალიანსში". მთავარი ოპოზიციური ძალა ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგიმსკენ აქტიურად მოუწოდებს და სპეციალურ პროგრამასაც სთავაზობს , რომელიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.