24.11.2024 | 20:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში იცვლებიან მინისტრები, არ იცვლება ეკონომიკური პოლიტიკა [ვიდეო]

წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეუსრულებელია. „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობები გადაინაწილეს და დაივიწყეს ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაც და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაც. იცვლებიან მხოლოდ მინისტრები, მეათე წელია არ იცვლება ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური კრიზისი. მთავრობა თავის გამართლებას პანდემით ცდილობს, თუმცა ფინანსური კეთილდრეობა მოსახლეობას არც მანამდე ეტყობოდა. 

 

მთავრობის ეკონომიკური გუნდი რომ რიცხვებით მანიპულირებს და ზრდის მაჩვენებელი ხალხის კეთილდრეობაზე არ ისახება, ამას „ობიექტივის“ მიერ გამოკითხული მოქალაქეებიც ადასტურებენ. ხელისუფლებისგან დავიწყებული ადამიანები გაზრდილ ფასებზე, უმუშევრობაზე და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

 

შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. პატრიოტთა ერთიან ფრონტს, რომელსაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული გეგმა აქვს, ხელისუფლებას საწარმოების აშენებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ადგილობრივი წარმოება დაიწყოს, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დღის გადაცემები