24.11.2024 | 21:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა [ვიდეო]

ზუსტად ერთი წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირურისის პირველი შემთხვევა  დაფიქსირდა. ვირუსის პირველი შემთვხვევა საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ირანის გავლით ქვეყენაში შემოვიდა. მას შემდეგ ინფიცირების მცირე მატება იყო თუმცა გაზაფხულზე,  ქვეყანაში გაჩრედა ყველაფერი და  21 მარტს ერთი თვით საგანგებო რეჟიმი გამოცხადა და ამოქმედდა კომენდანტის საათიც. თუმცა საგანგებო მდგომარეობა ორი თვის განმავლობაში გაგრძლედა.  პერიოდულად ინფიცირების მატებასთან ერთად  ცხელ წერტილად იქცა ქალაქები მარნეული და ბოლნისი.   ზაფხულში კი  ჩაიკეტა სვანეთი, სექტემბერში კი უკვე ეპიდ აფეთქება იყო აჭარაში.

 

გასული წლის ოქტომბერ ნოემბერში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6 ათასმდე ავიდა. მეორე ტალღის ფონზე ქვეყნაში 28 ნოებერს შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა და ეკონომიკური საქმიანობა კვალ აიკრძლა. დაწესდა ისევ კომენდანტის საათი, რომელიც დღემდე გრძლედება, თუმცა რეგულაციების შემსუბუქება 25 თებერვლიდან დაიწყო. ეპიდემიოლოგები ერთი წლის განმავლობაშ გარკვეულ ჩავარდნებზეც საუბრობენ, თუმცა მათი თქმით, ჯანდაცვის სისტემამ ეპიდ ვითარების მართვა შეძლო.

 

ინფექციის სამართავად და პანდემიის გასაკონტროლებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინის შექმნა იყო, რომელიც გასული წლის მიწურულში შეიქმნა. თუმცა საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცედურა ჯერ კიდევ იგვიანებს. კორონავირუსის წინაღმდეგ შექმნილი ვაქცინა ქვეყნაში 2021 წლის დასაწყისში უნდა შემოსული იყო თუმცა მისმა ვადებმა მარტის ბოლოსკენ გადაიწია.

 

საქართველოში კორონავირუსის  დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 270 ათასს აჭარბებს. გამოჯამთელებულია 264 ათასზე მეტი, ხოლო ვირუსით წლის განმავლობაში 3 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში  337 კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 24სთ- ში გამოჯანმრთელდა 320 ადამიანი.

დღის გადაცემები