დღის სიახლეები
საქართველოში, მსუბუქ მრეწველობაში, კვალიფიკაციის ნაკლებობაა [ვიდეო]
მსუბუქი მრეწველობის მიმართულებაში არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგი გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, ჩატარებულმა კვლევამ, ავეჯისა და შესაფუთი მასალების წარმოებაში არსებული სირთულეები და პოტენციალი შეისწავლა. კვლევის თანახმად, საქართველოში მსუბუქი მრეწველობა რიგი გამოწვევებით ხასიათდება , რომელთა შორისაა, კვალიფიკაციის ნაკლებობა , ბაზარზე წვდომის სირთულეები, მოძველებული დანადგარები და დაბალი ღირებულების მქონე წარმოება. პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა საკუთარი ხედვა კანონმდებლებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენელებს გაუზიარეს.
მსგავსი
დღის გადაცემები