დღის სიახლეები
საქართველოში პისიარ ტესტების გაყალბებაზე 1 პირი დააკავეს [ვიდეო]
საქართველოში პისიარ ტესტების გაყალბებაზე 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის, უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. დანაშაული სასჯელის სახით, 4-დან 6 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი
დღის გადაცემები