დღის სიახლეები
საქართველოში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები დასავლელი პარტნიორების გაოცებას იწვევს [ვიდეო]
მორიგი საგანგაშო გზავნილი ევროკავშირისგან. დასავლელი პარტნიორების გაოცებას ამჯერად, საქართველოში სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები იწვევს. ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კიომისიის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ევროკავშირი მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოს აღარ გამოუყოფს. გარდა ამისა, ევროკავშირი პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის მოთხოვნით ვენეციის კომისიას უმოკლეს დროში მიმართოს. ამ გზავნილს შეფასებები მოჰყვა ოფიციალურ თბილისში.
მსგავსი
დღის გადაცემები