დღის სიახლეები
საქართველოში საწვავზე ფასი რეკორდულად იზრდება [ვიდეო]
საქართველოში საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა. ერთი ლიტრი სუპერის ღირებულება 2.82 ლარია. ერთი ლიტრი პრემიუმი კი 2.92 ლარი ღირს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საწვავზე ფასები 40-45 თეთრით გაიზარდა. ეკონომისტები და ექსპერტები ამას ლარის გაუფასურებით და საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებით ხსნიან. ავტომობილების მძღოლები პროტესტს გამოთქვამენ და აქციების გამართვით იმუქრებიან.
მსგავსი
დღის გადაცემები