24.11.2024 | 20:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში უმუშევართა რიცხვი  32 % - მდე  გაიზარდა [ვიდეო]

უმუშევრობა, ათწლეულების პრობლემა საქართველოში, რომლითაც არცერთ დროს არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესდა. 2020 2021 წლის მონაცემებით უმუშევარ ადამიანთა რაოდენობამ საგანგაშოდ იმატა. სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი  32 % - მდე  გაიზარდა. სამუშაოს მაძიებელთა შორის არიან ახალგაზრდები, რომელთა 65% საქართველოში დაუსაქმებელია.

 

მოქმედი და ყოფილი სახელისუფლებო გუნდებისგან განსხვავებით ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევის გზებზე წლებია საუბრობენ "პატრიოტთა ალიანსში". უმუშევრობაა სწორედ ის თემა, რომლის აღმოფხვრის გზებზე პარტიამ "ქართულ ოცნებას" არაერთხელ მიუთითა. პარტიის ლიდერებმა, პროგრამა, რომლითაც ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირდებოდა საზოგადოებას არაერთხელ წარუდგინეს.

 

მაშინ, როცა "ქართულ ოცნებაში" დაუძლეველ სიღარიბეს და საკუთარ უმოქმედობას პანდემიად წოდებული კოვიდ 19-ით ხსნიან საქართველოში ბოლო წლის მონაცემებით 500 000 მოქალაქე სამუშაო ადგილის მიღმა დარჩა. საკანონმდებლო უმრავლესობაში არგუმენტად ევროპის ქვეყნებს იშველიებენ და აცახდებენ, რომ მდგომარეობა მსოფლიო მასშტაბით გართულდა.

დღის გადაცემები