საქართველოში ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტები ერთი-ორად გაძვირდა. ამას საქტატის უახლესი მონაცემები ადასტურებს. ზეთის ფასმა თითქმის 1/3-ით მოიმატა, ასევე გაზრდილია პურისა და რძის ნაწარმის ფასები. ცხოვრების გაძვირებაზე საუბრობენ როგორც რიგითი მოქალაქეები ასევე ეკონომისტები. მართველ გუნდში გამოსავალს მხოლოდ ეკონომიკურ პროექტებში ხედავენ.
მმართველ გუნდში ეკონომიკურ კრიზისს და პროდუქტზე არაადეკვატურ ფასნამატს კვლავ პანდემიას აბრალებენ. ეკონომიკური პროექტების ხელშეწყობას კი მძიმე ვითარებიდან გამოსვლის ერთ-ერთ მექანიზმად მიიჩნევენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იმასაც გვეუბნება, რომ ეკონომიკური პრობლემები ვაქცინაციის დაწყების შემდეგ შესაძლოა მოგვარდეს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას არ ასახავს ამაზე ანალიტიკოსები საუბრობენ. ნოდარ სირბილაძის თქმით, ეკონომიკური სურათი ბევრად მძიმედ გამოიყურება. განსაკუთრებულად კი გაზრდილია ფასები ისეთ პროდუქტზე, რომელიც მოქალაქეებისთვის ყოველდღიური მოხმარებისთვისაა აუცილებელი. ეკონომისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ძირითადი მოხმარების სურსათზე ფასების ზრდა ტენდენციად იქცა, ხალხს კი ცხოვრება გაუძვირდა.