24.11.2024 | 20:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში ყოველი მეათე მცხოვრები სოციალურ დახმარებას იღებს

საქართველოში ყოველი მეათე მცხოვრები სოციალურ დახმარებას იღებს, ხოლო პენსიონერთა დიდ ნაწილი არჩევანის წინაშე დგას - იყიდოს საკვები თუ მედიკამენტები. 2020 წლის სექტემბრის მონაცმებით სახელმწიფო დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობამ  შვდიწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ყოველთვიურ დახმარებას მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი იღებს, რაც ოჯახების კიდევ უფრო გაღარიბებაზე მიუთითებს. მმართველი გუნდის იმედად დარჩენილი მოქალაქეების ყოველდღიურობა კი გაძვირებული ფასების გამო გაუსაძლისია.

 

ჩიხში შესული სახლმწიფო, როგორც ჩანს გამოსავალს საგარეო ვალის აღებაში ხედავს.  შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ საქართველოს მთავრობა სამომავლოდ განსაზღვრულზე  მეტი  ვალის აღებას გეგმავს.  ეკონომისტების შეფასებით,  დამატებითი ვალის აღება ცუდი არ არის, თუმცა ხელისუფლება თანხებს არსწორი მიმართულებით ფლანგავს. გიორგი კეპულაძე მმართველ პარტიას გადადგმულ ნაბიჯებს უწუნებს და ამბობს, რომ ვალის გაზრდასთან ერთად უსახსროდ დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობაც იზრდება.

 

მოსახლეობის გაღარიბების მთავარ მიზეზად გაძვირებულ კრედიტებს ასახელებს ეკონომისტთა ნაწილი. სოსო სიმონიშვილის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა სასწარაფოდ უნდა შეცვალოს  . ეკონომისტი გამოსავალს კრდიტების გაიაფებაში ხედავს, თუმცა როგორც ჩანს ქვეყანაში პირიქით პროცენტები დღითი უფრო კაბალური ხდება, რაც მოსახლეობის ჯიბეზე პირდაპირ ისახება.

 

ლარის არასტაბილურობამ და ფასების ზრდამ მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა  ბოლო წლებში განსაკუთრებით დაამძიმა.  ოპონენტები ხელისუფლებას წლებია ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას სთხოვენ, თუმცა-მმართველი პარტია პრობლემას რომელიც ქვეყანაში რეალურად არსებობს არ აღიარებს. პატიროტთა ალიანსის აღმასრულებული  მდივანი ქვეყნის ეკონომიკის ჩაძირვაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს და  გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.

დღის გადაცემები