საქართველოში შეზღუდვების ნაწილი 1 მარტამდე გახანგრძლივდება. საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1-ლ მარტამდე ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე. გარდა ამისა ძალაში რჩება სხვა სახის შეზღუდვა, მათ შორის სამთო სათხილამურო კურორტებზე. ქვეყანაში შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა თბილისში არ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და შეზღუდვის მოხსნამ 1 მარტამდე გადაიწია. 1 თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ცენტრები თუმცა შეზღუდვების მოხსნა არ ეხება ღია ტიპის ბაზრობებს. ბაზრობები 15 თებერვლიდან შეძლებენ მუშაობის განახლებას. ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ მოქალაქეები და ეკონომიკური სფერო სპეციალისტები, რომლებიც შეზღუდვების შემსუბუქებას ქვეყანაში 1 თებერვლიდან ელოდებოდნენ.