დღის სიახლეები
საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაძვირდა [ვიდეო]
საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაძვირდა. საქსტატის ბოლო მონაცემების თანახმად წლიურმა ინფლაციამ 12 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა ისევ მოიმატა - ყველაზე მეტად გაძვირებულია ბოსტნეული. შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილებას ვერ მალავენ რიგითი მოქალაქეები, განსაკუთრებით პენსიონერები. ეკონომისტები კი ამბობენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, ხოლო შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი მთავრობის ეკონომიკური გუნდია.
მსგავსი