საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 9.9 პროცენტი შეადგინა.მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ინფლაციის მაღალი დონე არ უკვირთ ეკონომისტებს, უფრო მეტიც, მათ არადამაიმედებელი პროგნოზები აქვთ.
„ ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (4.7 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (2.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.7 პროცენტი);
დასვენება, გართობა და კულტურა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები (3.3 პროცენტი), წიგნები, გაზეთები და საკანცელარიო ნივთები (2.0 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში შეადგინა 0.06 პროცენტული პუნქტი. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (4.6 პროცენტი), ისე საზოგადოებრივი კვების (0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.4 პროცენტით, რაც 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.2 პროცენტი). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი), თევზეული (2.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილისა და ყურძნის (-4.4 პროცენტი), ასევე რძის, ყველისა და კვერცხის (-3.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.