დღის სიახლეები
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ გასულ აპრილს 7.2 პროცენტი შეადგინა [ვიდეო]
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ გასულ აპრილს 7.2 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მორიგ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 40%-ით პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი, 6.4 პროცენტით არის გაზრდილი. ამასთან, 22 პროცენტით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე 18 პროცენტით გაიაფდა ხილი. აპრილის მსგავსად, წლიური ინფლაცია 7.2% იყო მარტშიც.
მსგავსი
დღის გადაცემები