დღეს საქართველო ნინოობას ზეიმობს – ამ დღეს წმინდა ნინო ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემოვიდა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 27 იანვარს — მისი გარდაცვალების დღეს და 1 ივნისს — საქართველოში შემობრძანების დღეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინო ბოდბის სამონასტრო კომპლექსში,სადაც წმინდა ნინოა დაკრძალული.თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.