საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მორიგი, საგანგაშო კვლევა. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 11.5 % შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის თქმით ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2 835 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 23.3%-ითაა ნაკლები.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას მხოლოდ პანდემიას უკავშირებს, რეალობა სხვაგვარია. "ობიექტივის" მიერ გამოკითხულ მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ კრიზისი, ხელისუფლების უმოქმედობითა და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სკეპტიკურად აფასებენ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები. რამაზ გერლიანის განმარტებით, ქვეყანაში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამბობს.
რატი აბულაძის თქმით, შეზღუდვების პირობებში, ეკონომიკამ მწარმოებლური უნარი დაკარგა და მთლიანად საგარეო ვალებზე გახდა დამოკიდებული.