24.11.2024 | 20:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საწვავის ფასის ანტირეკორდი და პროდუქტებზე გაზრდილი ფასები [ვიდეო]

ისედაც ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფი საწვავის ფასი  კიდევ მოიმატებს.  პროგნოზს თავად ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა კავშირში აკეთებენ. საწვავის ფასი ყველაზე მცირე 3-5 თეთრით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონიმიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ ერთ, დამატებით პრობლემაზე მოუწევს ფიქრი.

 

ნავთობზე ფასნამატის თავიდან აცილება ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მთავრობა კეთილ ნებას გამოიჩენს და იმპორტიორ კომპანიებს აქციზს შეუმცირებს, რაც ამ დრომდე მხოლოდ იდეად რჩება. ნავთოპროდუქტის იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვითარება  გართულდება. ასოციაციის თავმჯდომარე რეკორდული ფასის კვლავ გაზრდას, გლობალურ პროცესებს უკავშირებს.

 

საწვავის იმპორტიორთა მოსაზრებას, გლობალური გამოწვევების ფონზე ბენზინის ფასის ზრდის შესახებ არ იზიარებენ ეკონომისტები. სფეროს სპეაციალსტებს მიაჩნიათ, რომ ეროვნული ვალუტის დასტაბილურობის ფონზე შესაძლოა ფასის შენარჩუნება, რასაც მცირე, არაბრენდირებული კომპანიები აკეთბენ.

 

ნავთობის ღირებულების გაზრდა პრობლემებს მხოლოდ მძღოლებს არ შეუქმნის. ბენზინის ტარიფის ცვლილება აისახება სასურსათო, პირველადი მოხმარების პროდუქტისა და მედიკამენტების ღირებულებაზე. ვითარება ამ მხრივ არც ახლაა სტაბილური. წინა წელთან შედარებით წლიური ინფლაციის დონემ 13.9, გასულ თვესთან შედარებით კი 1.1 პროცენტი შეადგინა.

დღის გადაცემები